რიონისპირა სახლების რეაბილიტაციისათვის პროექტის შედგენაზე ტენდერი
უახლოეს დღეებში უნდა გამოცხადდეს. ამის შესახებ რადიო “ძველ ქალაქს” მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს. ფონდის საზოგადებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დაანონსების დღიდან ამ მიმართულებით მუშაობა არ შეჩერებულა.
“გუშინაც ამ თემაზე იყო მსჯელობა. მაქსიმუმ მიმდინარე კვირაში მოხდება პროექტირებაზე ტენდერის გამოცხადება. შესაძლოა, ზეგაც გამოცხადდეს”.- აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.
შეგახსნებთ, რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტისათვის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი 2018 წლის ნომებერში უნდა გამოცხადებულყო. ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ არჩვენების მეორე ტურის გამართვამდე რამდენიმე კვირით ადრე ადრე განცხადა.
2018 წლის 22 ნომებერს ქუთაისში რიონისპირა სახლები ფონდის ხელმძღვანელმა, ქუთაისის მერთან და იმერეთის გუბერნატორმა მოინახულეს. ტენდერი რომ უახლოეს დღეებში უნდა გამოცხადებულიყო ამაზე მაშინ ქალაქის მერმაც ისაუბრა.
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა 2019 წლიდან დაიწყება