მესხიშვილის თეატრი პრემიერისათვის ემზადება.
მაყურებელი “ლინეინის სილამაზის დედოფალს” იხილავს. სპექტაკლის რეჟისორი დავით ბახტაძეა. აღნიშნული სპექტაკლი მესხიშვილის თეატრში მისი პირველი ნამუშევარია.
მარტინ მაკდონაფის პიესას მსახიობები: სოფიო ჩირაძე, ნანი მიქაძე, გიორგი შალამბერიძე, იოანე (თორნიკე) იმედაძე, გელა ებანოიძე და სხვ. გააცოცხლებენ.
დავით ბახტაძე განმარტავს, რომ სპექტაკლის დადგმის იდეა პიესის ავტორის პოპულარობამ და მასში წარმოდგენილი პრობლემების აქტუალურობამ გადააწყვეტინა.
“ეს არის დღეს-დღეობით ყველაზე პოპულარული დრამატურგის გახმაურებული პიესა. ეს არის ირლანდიის პროვინციაში მცხოვრები დედა-შვილის ისტორია. მათი ურთიერთობის სირთულეები, მძიმე ცხოვრება. ამ ადამიანების ცხოვრება ძალიან ჰგავს ჩვენი საზოგადოების ცხოვრებას. აქაც იგივე ეკონომიური, ფსიქოლოგიური ხასიათის პრობლემებია,”-ამბობს დავით ბახტაძე.
საპრემიერო ჩვენება 6 აპრილს, 19:00 საათზე მოეწყობა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე