“სიმინდის გარჩევა პარლამენტში – შვეიცარიული გენია” – შვეიცარიის პარლამენტის
შესახებ ქუთაისში ფილმის ჩვენება გაიმართება. ქუთაისში იმყოფება შვეიცარიის ელჩის მოადგილე ალვარო ბორგი. მისი თქმით, საელჩოსთვის მნიშვნელოვანია გაცდნენ თბილისს და რეგიონებში ჩავიდნენ.
“ქუთაისში ჩვენ ყოველ წელს ჩამოვდივართ. შვეიცარიის საელჩოსთვის მნიშვნელოვანია გავცდეთ თბილისს და გადავინაცვლოთ რეგიონებში. ამჯერად ვიზიტი ფრანკოფონიის თვის აღნიშვნას დავამთხვიეთ. ვიმყოფებოდით აკაკიწერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საჩუქრად წიგნები გადავეცით. დღეს საღამოს კი ფრანკოფონიის ფარგლებში ფილმის ჩვენება გაიმართება, რომელიც შვეიცარიის პარლამენტსა და პარლამენტში არსებულ სიტუაციას შეეხება. თუ როგორ განიხილავენ საკითხებს და რა ურთიერთობებია იქაურ პარლამენტში.”- განაცხადა ალვარო ბორგიმ.
“სიმინდის გარჩევა პარლამენტში – შვეიცარიული გენია” რეჟისორ სტეფან ბრონის ფილმია. ესაა ამბავი ძალაუფლების კულისებში მოგზაურობის შესახებ. ბერნის ფედერალურ სასახლეში, საპარლამენტო კომისია მუშაობს გენეტიკური ინჟინერიის კანონზე. სხდომები საზოგადოებისთვის დახურულია. დებატები საიდუმლოდ უნდა დარჩეს. რეჟისორი იღებს პარლამენტარების სტრატეგიულ მოლაპარაკებებს დასვენებების განმავლობაში.
ფილმი, დოკუმენტური კინოს კატეგორიაში, 2004 წელს შვეიცარული კინოს პრიზით დაჯილდოვდა.
ფილმის ჩვენება დღეს, 14 მარტს, კინო საქართველოში 20 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.