“სიყვარული, სექსი და როკ”ნ”როლის ეტლი” – ასე ჰქვია გერმანელი კინორეჟისორის, სუზანა ვუსტნეკის ფილმს,
რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ცხოვრების ერთ ეპიზოდს ასახავს. ფილმის ჩვენება ქუთაისში გაიმართა. რეჟისორის თქმით, ფილმის გადაღების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გერმანიაში შეზღუდული შესაძლებელობების მქონე პირთა კონვენცია გაუქმდა და მან თემა ინკლუზიის მეტად შესწავალა გადაწყვიტა.
“2010 წელს დავემშვიდობეთ გერმანიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების კონვენციას და ამ დროს ძალიან ბევრი დისკუსია იმართებოდა თემაზე: ინკლუზია. ძალიან ბევრი ადამიანი ამ სფეროშია დასაქმებული. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიენების მონაწილეობაზე სოციალურ ცხოვრებაში იყო ეს კონვენცია და მაიტომაც მართებოდა დისკუსია . დიდი ხანი ვეძებე პასუხები კითხვაზე – რას ნიშნავს ინკლუზია და რას ნიშნავს ნორმალურობა? 2016 წელს გადავიღე ფილმი. ამ დროს ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. კვლევის პერიოდში გავიცანი ადამიანი, რომელიც არის სექსუალური ასისტენტი. მისგან ბევრი რამ მოვისმინე თმაზე შეზღუდული შესაძლებლობა და სექსუალობა და რადგან ეს თემა გერმანიაშიც საკმაოდ ტაბუირებულია მივხვდი, რომ კარგი იქნებოდა ამ თემაზე ფილმი. საბოლოოდ ეს ფილმი ეხება სიყვარულს, ეროტიკას , ადამიანის უფლებებს. ნინა დე ფრიზმა მიამბო სახლზე, რომელსაც ჰქვია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თვითგამორკვევის ინსტიტუტი და მომეცა შესაძლებლობა ჩავსულიყავი ჩემს ოპერატორთან ერთად და გადამეღო ფილმი, შესაბამისად შევხვედროდი ჩემს პროტაგონისტებს.”- ამბობს გერმანელი კინორეჟისორი სუზანა ვუსტნეკი.
“სიყვარული, სექსი და როკ”ნ”როლის ეტლი” ოთხი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის შესახებ მოგვითხორობს . პროტაგონისტები ნიკოლა, შტეფანი, ვიბკე და ემანუელი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანები, ერთმანეთს თვითგამორკვევის ინსტიტუტში ეროტიკულ ვორკშოფზე ხვდებიან. ვორქშოფი სექსუალობას, სიყვარულს და შეზღუდულ შესაძლებლობებს ეხება, აქ მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ ღიად ილაპარაკონ თავის სექსუალურ გამოცდილებებზე და სურვილებზე.
ფილმის ჩვენება უკვე გაიმართა რეჟისორის სამშობლოში, გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბერძნეთში.
რეჟისორი სუზანა ვუსტნეკი და ფსიქოლოგი ანა ჭეიშვილი.