ქუთაისში abba-ს კონცერტი გაიმართება. აღნიშნულის შესახებ “კულტურის პალატის” თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა განაცხადა.
კონცერტის ჩატარება “გვირილობის” დღესასწაულზე, 2 მაისს იგეგმება.
“90-იანი წლების ძალიან ცნობილი ჯგუფი ჩამოვა ქუთაისში. ჯგუფი აღარ არსებობს, თუმცა დღესაც ძალიან პოპულარულია. ჯგუფი იქნება განახლებული შემადგენლობით. მიმდინარეობს მუშაობა, თანხმობა, რომ ისინი ქუთაისში ჩამოვლენ მიღებულია, მთავარია, ჩვენ რას შევთავაზებთ,”-განაცხადა ოქიტაშვილმა.
კონცერტი “ქუთაისი არენა”-ზე ჩატარდება.