რესტავრაციის შემდეგ, ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალური საკრავები
კვლავ კომპოზიტორის ქუთაისის მემორიალურ სახლ-მუზეუმს დაუბრუნდა. როგორც რადიო “ძველ ქალაქს” ქუთაისის მერიიდან აცნობეს, ქართული კლასიკური მუსიკის ფუძემდებლის მიერ ნაქონი ინსტრუმენტები – ფიზჰარმონია და პიანო დე მელოდიკა ისევ სამუზეუმო ექსპონატებად გამოიფინება.
მუსიკალური საკრავების რესტავრაცია ქუთაისის კულტურულ-სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებასთან გასულ წელს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო. ქუთაისიდან თბილისში დადგენილი წესით ტრანსპორტირების შემდეგ, სამუზეუმო ექსპონატების აღდგენა განახორციელა რესტავრატორმა გიორგი შიოშვილმა, რომელიც საქართველოში ძველი სამუსიკო საკრავების ერთ-ერთი გამორჩეული რესტავრატორია.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”