ქუთაისი 4 მარტს 2 ახალგაზრდა პოეტის შემოქმედებით
საღამოს უმასპინძლებს. “ფრთამოტეხილი მაფშალია” და “შიოლას ქალი” – ასე ჰქვია პოეტურ კრებულებს, რომლებსაც თავად ავტორები წარადდგენენ. “ფრთამოტეხილი მაფშალია” მამა პეტრეს ეკუთვნის. დეკანოზმა პოეტმა კრებული აფხაზეთით გამოწვეული ტკივილითა და სიყვარულით დაწერა.
“შიოლას ქალი” კი გაგა გოქსაძემ სახალხო არტისტის, სოფიკო ჭიაურელის ხსოვნას მიუძღვნა.
ორი პოეტური კრებულის პრეზენტაცია 4 მარტს, 20:00 საათზე, ჩაის სახლში გაიმართება.