ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლის, 10 წლის თამარ ნოზაძის
ნახატი მსოფლიოს 50 საუკეთესო ნახატთა შორისაა. მან წარმატება საერთაშორისო კონკურსში “დამიხატე მშვიდობა” მოიპოვა.
“დამიხატე მშვიდობა” არის კონკურსი, რომელშიც განსხვავებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე სხვადასხვა ქვეყნის, ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვები მონაწილეობენ.
“საერთაშორისო კონკურსზე სადაც 4000 მდე ნახატი იყო წარმოდგენილი, თამარი 50 საუკეთესოთა შორის დაასახალეს,მან წარადგინა საქართველო ლუქსემბურგის სასახლეში,სიტყვით გამოსვლის დროს ინგლისურად მიმართა დამსწრე საზოგადოებას, და ისაუბრა:მშვიდობაზე, სოლიდარობაზე, ჰუმანურობაზე რაც კარგად არის გადმოცემული მის მიერ შესრულებულ ნახატზე,საქართველოს ელჩმა გოჩა ჯავახიშვილმა დააჯილდოვა საპატიო მედლითა და სიგელით.”- ამბობს თამარის დედა ქრისტინე შავგულიძე.
“გავაერთიანე ადამიანები. არ გამომირჩევია ერთმანეთისგან კანის ფერის მიხედვით. ასევე დროშებიც დავხატე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანი ერთნი ვართ, რომელებიც ერთმანეთს ვეხმარებით”,- ამბობს პატარა მხატვარი თამარ ნოზაძე.
საქართველოში დაბრუნებლ თამარს საფრანგეთის ელჩმა და მისმა მეუღლემ უმასპინძლა. მას საპატიო მედალი და დიპლომი გადასცეს.
თამარ ნოზაძე პერსონალური გამოფენისთვისაც ემზადება. გაზაფხულის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების დათვალიერებას მსურველი 19 აპრილს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში შეძლებენ.