8 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით გელათში ტრადიციულად სხვადასხვა ღონძიებები იმართება. წელს დავითობის აღსანიშნავად პროგრამა ასეთია:
10:00 საათი-დავით აღმაშენებლის ძეგლის პატივგება
11:00 საათი-გელათის სამონასტრო კომპლექსი -საზეიმო წირვა, დავით აღმაშენებლის საძვალის პატივგება, საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაის-იმერეთის ორგანიზაციის ახალი ჩოხოსნების კურთხევა
12:00 საათი-გელათის აკადემია – ა(ა)იპ კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის ფოტო-კინო-მატიანეს მუზეუმის გამოფენა სახელწოდებით – ,,გელათის სამონასტრო კომპლექსი””
12:00 საათი-ახალგაზრდული ფორუმი ,,გელათის აკადემიის ახალი სიცოცხლე””
12:00საათი – ლ.მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის პერფომანსი
12:00 საათი-აკადემიკოს ერეკლე საღლიანის ლექცია
13:00 საათი-აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების ლიტერატურული კომპოზიცია – ,,ღირს მსახურებდი ქართულ მიწა-წყალს””
16:00 საათი-ა(ა)იპ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა – რამაზ იოსელიანი წიგნის ,,რატომ დაიწერა ვეფხისტყაოსანი”” პრეზენტაცია
18:00 საათი – მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრი – ,,დავითობის”” დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტი ანსამბლ ,,ივერიას”” წევრების მონაწილეობით