48 წლის ასაკში, ჰიპ ჰოპ არტისტი აკაკი ბაბუნაშვილი,
იგივე “შავი პრინცი” გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად თირკმელთან დაკავშირებული პრობლემა სახელდება.
“შავმა პრინცმა” მუსიკალური კარიერა 90-იან წლებში დაიწყო და ის ქართული რეპ ინდუსტრიის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი იყო.
ბოლოს მან ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სიმღერისთვის “აფრენს ის”” კლიპი გადაიღო. კლიპის პრემიერა რამდენიმე დღეში უნდა ყოფილიყო.