ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი პრემიერისათვის ემზადება.
ევრიპიდეს “ჰეკაბე”-ს მაყურებელი 9 თებერვალს, 19:00 საათზე იხილავს. სპექტაკლები ასევე ჩატარდება 10 და 16 თებერვალს, 19:00 საათზე.
სპექტაკლზე ქუთაისელმა რეჟისორმა, რომელიც ამჟამად ევროპასა და თბილისში მოღვაწეობს, მიშა ჩარკვიანმა იმუშავა.
“ჰეკაბე” ევრიპიდეს ადრეული პერიოდის ქმნილებაა. მისი ათენური პრემიერა შედგა “მედეასა” და “ჰიპოლიტოსის” შემდეგ, სავარაუდოდ, ძვ. წ. 424 წელს. ტრაგედიაში წარმოდგენილია ტროას დედოფლის, ჰეკაბეს შურისძიების ისტორია. ოდესღაც დიდებული, მაგრამ უკვე უსამშობლოოდ დარჩენილი, დამონებული დედოფალი, რომელსაც თვალწინ მოუკლეს მეუღლე – მეფე პრიამოსი, და რომელიც შვილების შემზარავ სიკვდილს მოესწრო, ყოვლად წარმოუდგენელ შურისძიებას განიზრახავს.