ქუთაისში, საახალწლო გალა კონცერტში მონაწილეთა
ვინაობა ცნობილია. საახალწლო პროგრმა ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებამ უკვე გამოაქვეყნა.
ახალი, 2019 წლის დადგომას ქუთაისელებს რობი კუხიანიძე & “აუთსაიდერი”, ქეთათო ჩარკვიანი და ლუკა ზაქარიაძე მიულოცავენ.
ქუთაისელი მსმენელისათვის შოუს დიჯეები: Tade, zurkin და kura გამართავენ. მათი გამოსვლა ღია ცის ქვეშ ცენტრალურ მოედანზე, ღამის 12 საათზე დაიწყება.
ქუთაისში ამ ეტაპზე ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხის აწყობა მიმდინარეობს, უსაფრთხოების კუნძულებზე ნაძვის ხეების მონტაჟი დაიწყო, მიმდინარეობს ქუჩებზე საახალწლო განათებების დამონტაჟება.