ხარაგაულის მუნიციპლაიტეტის მერია საახალწლო
ღონისძიებების განრიგს აქვეყნებს. ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, მრავალფეროვანი ღონისძიებების გამართვაა დაგეგმილი. ღონისძებათა ჩამონათვალი ასეთია:
საახალწლო ღონისძიებები ბაღების გაერთიანებაში, 17-28 დეკემბერი, 12:00 საათი
საშობაო ზღაპარი საბავშვო ბიბლიოთეკა, 20 დეკემბერი, 14:00 საათი;
დღის ცენტრის ,,ორიონის” შშმ ბავშვების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლი, კინოთეატრი, 21 დეკემბერი, 14:00 საათი;
შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის საახალწლო კონცერტი, სამუსიკო სკოლა, 25 დეკემბერი, 15:00 საათი;
კონკურსი ,,ვიცნობდეთ ხარაგაულს” ფინალი, კინოთეატრი, 24 დეკემბერი, 12:00 საათი;
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის კონცერტი, კინოთეატრი, 26 დეკემბერი, 15:00 საათი;
საახალწლო კარნავალი დაბის სკოლების მონაწილეობით, კინოთეატრი, 27 დეკემბერი, 15:00 საათი;
“თოვლის ბაშო” – ხარაგაულში ე.წ. დევების მიმდებარე ტერიტორიაზე რიგით მეორე, სუმოს სამოყვარულო ჩემპიონატი ჩატარდება, – 29 დეკემბერი, 13 საათი.
ზღაპრის გმირები სტუმრად ბავშვებთან, ღია ცის ქვეშ, მერიის წინ, 30 დეკემბერი, 13:00 საათი;
კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საახალწლო კონცერტი, კინოთეატრი, 31 დეკემბერი, 15:00 საათი.
ჯგუფ ,,ოჩოს ქოხის” კონცერტი ღია ცის ქვეშ, 31 დეკემბერი, 19:00 საათი.
საშობაო ტრადიციული “ალილო” – 7 იანვარი, 12 საათიდან ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამლოცველოდან ალილოს მსვლელობა ხარაგაულის ქუჩებში.
საბავშვო სპექტაკლის პრემიერა “ინდაური ინდიგოს საახალწლო თავგადასავალი”(რეჟისორი ირინე ჩხეიძე) – 14 იანვარი, 13 საათი, ხარაგაულის კინოთეატრი.