ანა ჯგერენაია ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის
სახელობის სამუსიკო სასწავლებლის (პედაგოგ გიორგი ლომთაძისა და კონცერტმაისტერ ირინა კუხიანიძის კლასი)კურსდამთავრებული და ქუთაისის მეჩვიდმეტე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. ახალგაზრდა მომღერალმა კონკურსში American Protege მონაწილეობა მიიღო და საოპერო მუსიკის კომპონენტში პირველი ადგილი მოიპოვა. პროექტის ხელმძღვანელობამ ის ამერიკაში მიიწვია.
“კონკურსის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტით გავიგე. სამი ვიდეო გავაგზავნე. შემდეგ გავიგე, რომ შემარჩიეს და პირველი ადგილი მოვიპოვე. კონცერტი 23 დეკემბერსაა ჩანიშნული. იქ ალბათ ორი არიის შესრულება მომიწევს. ერთის აუცილებლად”.- ამბობს ანა ჯგერენაია.
ანა დედასთან ერთად ნიუ-იორკში 2018 წლის 20 დეკემბერს გაემგზავრება. კონცერტი უკვე ჩანიშნულია. კარნეგი-ჰოლის სცენაზე ანას 23 დეკემბერს მოუსმენენ.
American Protégé – ახალგაზრდა მუსიკოსების, მომღერლებისა და მსახიობების ნიჭის განვითარებასა და მათთვის წარმატებული კარიერის შექმნას ემსახურება.