პარიზში, მარსელ დასოს სასახლეში,
პატარა ქუთაისელ მუსიკოსს მოუსმენენ. ლიზი მეგრელიშვილი უკვე საფრანგეთშია.
პარიზში ცნობილი ფრანგი მუსიკოსის და პროფესორის, მიშელ სონის ფონდის ” სოს ტალანტის ” ორგანიზებით, ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსების კონცერტი გაიმართება. ლიზი მეგრელიშვილი სწორედ ამ კონცერტში მიიღებს მონაწილეობას.
ფრანგი კომპოზიტორი ცნობილ ქართველ მუსიკოსთან , ელისო ბოლქვაძესთან ერთად უკვე 20 წელია ახორციელებს ქართველი პიანისტების ხელშეწყობას მისივე დაარსებული საერთაშორისო ფონდის მეშვეობით.
პატარა მუსიკოსი ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახ. № 1 სამუსიკო სკოლის საფორტეპიანო განყოფილების მე-4 კლასის მოსწავლა ( პედ: ხათუნა ჭოხონელიძე). ლიზი მეგრელიშვილმა ზაფხულზე, ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო მიშელ სონის ინოვაციური საფორტეპიანო მეთოდოლოგიის მასტერკლასში, სადაც ფრანგი კომპოზიტორისა და ელისო ბოლქვაძის ფავორიტი გახდა. ამ გამარჯვებით , პატარა ქუთაისელი მუსიკოსი, დღევანდელი პარიზის კონცერტის მონაწილეა.