ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი მეოთხე
ღონისძიებას გამართავს ქუთაისში. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში ფოტო ჩვენება და საჯარო ლექცია საქართველოში ფოტოგრაფიის ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპებს მიეძღვნება. აჩვენებნ ქართველი და მსოფლიო ფოტოგრაფიის ავტორების ნამუშევრებზე შექმნილ სლაიდშოუს.
სამხრეთ კავკასიის მოძრავი მუზეუმი თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის ორგანიზებულია და პროექტის “სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის ჰაბი განათლებისა და ინოვაციისთვის ” ერთ-ერთი წამყვანი პროგრამაა.
სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის შექმნის იდეა ალექსანდრე როინაშვილის კავკასიური მოძრავი მუეზუმით არის ინსპირირებული. ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის პირველი ღონისძიება თუშეთში, ომალოს ცენტრში გაიმართა.
ქუთისში ღონისძება 19 დეკემბერს, 14:00-ზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.