კულტურა
მესხიშვილის თეატრში ევრიპიდეს "ჰეკაბე" დაიდგმება
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი პრემიერისათვის ემზადება. თეატრის სცენაზე ევრიპიდეს "ჰეკაბე" დაიდგმება.

"მიმდინარეობს რეპეტიციები. არის ძალიან რთული და დიდი მასშტაბების მქონე სპექტაკლი. საკმაოდ დიდი განაცხადია, რადგან საქართველოში ჯერ არ დადგმულა. ვცდილობთ, საფუძვლიანად მოვემზადოთ,"-განაცხადა მესხიშვილის თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა.

სპექტაკლზე ქუთაისელი რეჟისორი, რომელიც ამჟამად ევროპასა და თბილისში მოღვაწეობს, მიშა ჩარკვიანი მუშაობს. 

"ზაზა სარალიძის ამბებმა პიროვნულად გამანადგურა. ცხოვრებაში პირველად ვიფიქრე, რომ არასოდეს არ იქნება ქვეყანა უკეთესი. მერე ძალიან მომინდა ამაზე მელაპარაკა და გამახსენდა ყველაზე ღირსეული ქალი ბერძნული სამყაროდან. ღირსეული ქალი და ამ ღირსების ფეხქვეშ თელვა მის გაცხოველებმამდე, ჰოდა, როცა მესხიშვილის თეატრისგან შემოთავაზება მივიღე, ვთქვი- "ჰეკაბე","-წერს სოციალურ ქსელში სპექტაკლის რეჟისორი მიშა ჩარკვიანი.

პრემიერა, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს გაიმართება.

"ჰეკაბე" ევრიპიდეს ადრეული პერიოდის ქმნილებაა. მისი ათენური პრემიერა შედგა "მედეასა" და "ჰიპოლიტოსის" შემდეგ, სავარაუდოდ, ძვ. წ. 424 წელს. ტრაგედიაში წარმოდგენილია ტროას დედოფლის, ჰეკაბეს შურისძიების ისტორია. ოდესღაც დიდებული, მაგრამ უკვე უსამშობლოოდ დარჩენილი, დამონებული დედოფალი, რომელსაც თვალწინ მოუკლეს მეუღლე - მეფე პრიამოსი, და რომელიც შვილების შემზარავ სიკვდილს მოესწრო, ყოვლად წარმოუდგენელ შურისძიებას განიზრახავს.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვანის მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრი სპექტაკლით ,,ემიგრანტები''
15:23 / 21.06.2019
ვანის მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრი სპექტაკლით ,,ემიგრანტები''
თეატრალური ფესტივალის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია.
15:23 / 21.06.2019
თეატრალური ფესტივალის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია.
26 ივნისს, ქუთაისს ვაშინგტონის ,,კაპიტოლ ჰილ ქორალი
14:01 / 20.06.2019
26 ივნისს, ქუთაისს ვაშინგტონის ,,კაპიტოლ ჰილ ქორალი" ესტუმრება.
მწერალ სიმონ არველაძეს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გადაეცა.
პრემიის გადაცემის ცერემონიალი
18:18 / 19.06.2019
მწერალ სიმონ არველაძეს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გადაეცა. პრემიის გადაცემის ცერემონიალი
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 19 - 36 °C
img
ქუთაისი 22 - 33 °C
img
ბათუმი 23 - 27 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
08:26 / 18.06.2019
"საქართველო არასოდეს შეეგუება რუსულ ოკუპაციას" - ქუთაისელი ოფიცრის გზავნილი აშშ-დან
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილადელფიის მერიისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,
15:48 / 05.06.2019
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის პროექტირებაზე ტენდერი კვლავ გამოცხადდება
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობის პროექტირებაზე
17:36 / 28.05.2019
ვარციხის სკოლის პედაგოგი პროექტის „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებულია
ვარციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნანა მარღანია პროექტის,
13:35 / 28.05.2019