მესხიშვილის თეატრი საახალწლო დღეებში პატარებისა და მოზარდების განწყობაზე იზრუნებს.
ნაჩვენები იქნება “ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი” და “სათაგური”. “ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალის” ნახვა 26 და 30 დეკემბერს, ხოლო “სათაგურის” 28 დეკემბერს იქნება შესაძლებელი. სპექტაკლები 17:00 საათზე დაიწყება.
“საახალწლოდ ძველი სპექტაკლები აღვადგინეთ. რაც შეეხება პრემიერას, მიმდინარეობს მუშაობა და იანვრის თვის მიწურულს შემოგთავაზებთ,”-განაცხადა თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა.