მუნიციპალური განვითარების ფონდი
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის დაწყებას აანონსებს. როგორც ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ, “ტვ პირველის ” ეთერში განაცხადა ტენდერი დოკუმენტაციის შედგენაზე ნომებრის ბოლოს გამოცხადება. პროექტის შედგენის პროცესში კი შეხვედრები გაიმართება. პროექტის დასრულებას 2019 წლის ბოლოსთვის ვარაუდობს. მთლინად სამუშაოები კი სავარაუდოდ 2 წელს გაგრძელდება.
“ამ თვის ბოლოს გამოვაცხადებთ ტენდერს საპროექტო დოკუმენტაციაზე. ეს გულისხმობს წითელი ხიდიდან ჯაჭვის ხიდამდე ტერიტორიის ურბანულ განახლებას. საკმაოდ რთული, მაგრამ საინტერესო პროექტი იქნება. ვიწყებთ პროექტირებას და ეს რათქმაუნდა ღია იქნება. გვექნება შეხვედრები სამუშაო პროცესში. წლის ბოლოს ვფიქრობთ, მომზადდება პროექტი. ეს გულისხმობს საფეხმავლო ბილიკების, გაზონების, განათების, შენობების რეაბილიტაციას გამაგრების ჩათვლით და იმას, რომ ისტორიული სახე დაუბრუნდეს. უნდა გვქონდეს მუშა ნახაზები, თავდაპირველად ხდება ესკიზის შეთანხმება. ეს არის ბევრი მსჯელობისა და კვლევის საგანი. როგორ იყო ისტორიულად, რა დატვირთვა ჰქონდა.”- განაცხადა გიორგი შენგელიამ.
მისივე განცხადებით, დონორების დაინტერესება დიდია, თუმცა პროექტის განხორციელება სახელმწიფო ბიუჯეტიდან იგეგმება.
ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ჯერჯერობით უცნობია, რა დაჯდება პროექტის განხორციელება. თანხებზე საუბარი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც პროექტი გაკეთდება.