ქუთაისში, საახალწლოდ, ფოიერვერკების
შესაძენად 16 ათას 408 ლარი გამოიყო. ქუთაისის მერიამ შესაბამისი ტენდერი გამოაცხადა. ფოიერვერკს 31 დეკემბერს საახალწლო ღონისძიების შემდეგ გაუშვებენ. “მიმწოდებელმა” უნდა უზრუნველყოს შეთანხმებულ დროს და ადგილას, სადღესასწაულო ფეიერვერკების მიწოდება-ინსტალაცია-გაშვება. ასევე ვალდებულია, სადღესასწაულო ფეიერვერკების გაშვებისას იზრუნოს უსაფრთხოების ზომებზე და მესამე პირისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა კომპანიას დაეკისრება.
გასულ წელს ფოიერვერკების შესაძენად 13 ათას ლარიანი ტენდერი გამოცხადდა.
წელს, საახალწლო ფოიერვერკების შესაძენად სატენდერო წინადადებების მიღება დღეს, 20 ნოემბერს, დაიწყო და 22 ნოემბერს დასრულდება.