ქართული კინოს ფორუმი ქუთაისში დღეს დასრულდება.
19 ნოემბერს, ორშაბათს წარმოდგენილი იქნება დოკუმენტური ფილმი “სანამ მამა დაბრუნდება”. ფილმის ჩვენება 12:00 საათზე დაიწყება, ხოლო 13:25 დისკუსია მოეწყობა. 14:00 საათზე კი ჩატარდება შეჯამება “ქართული კინო დღეს”.
ფორუმის ბოლო დღეს კვლავ კინოთეატრი “საქართველო” უმასპინძლებს.
კინოფორუმის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ნახონ ის ქართული ფილმები, რომლებიც ჯერ ეკრანებზე არ გამოსულა.
კინოფორუმი 16 ნოემბერს ცნობილი ქართველი მწერლის, თეატრისა და კინოს რეჟისორის რეზო გაბრიაძის შესახებ გადაღებული ანიმაციურ-დოკუმენტური ფილმის “ჰარი-ჰარალე დედაო!”-ს ჩვენებით გაიხსნა, რომლის ავტორიც ლევან გაბრიაძეა.
ქართული კინოს ფორუმი ქართული კინოს 110 წლისთავს ეძღვნება.