ქუთაისი ქართული კინოს ფორუმს მასპინძლობს.
კინოფორუმის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ნახონ ის ქართული ფილმები, რომლებიც სულ ახლახან დასრულდა და ჯერ ეკრანებზე არ გამოსულა. ნაჩვენები იქნება, როგორც მხატვრული და დოკუმენტური, ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმების სპეციალური პროგრამა და ანიმაცია. რამდენიმე დღის მანძილზე ქუთაისში თავს მოიყრიან ცნობილი ქართველი რეჟისორები, მსახიობები, პროდიუსერები, კინომცოდნეები და მედიის წარმომადგენლები.
კინოფორუმი კინოთეატრ “საქართველოში” ცნობილი ქართველი მწერლის, თეატრისა და კინოს რეჟისორის რეზო გაბრიაძის შესახებ გადაღებული ანიმაციურ-დოკუმენტური ფილმის “ჰარი-ჰარალე დედაო!” ჩვენებით გაიხსნა, რომლის ავტორიც ლევან გაბრიაძეა.
ხვალ კი დილიდან, 11:00 საათიდან, ფორუმი მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამით გაგრძელდება, შემდეგ 13:00 საათზე დისკუსია დაიწყება.
15:00 კი ფილმის “აღლუმი” ჩვენება გაიმართება, რომლის რეჟისორიც ნინო ჟვანიაა, 17:30 საათზე რეჟისორ ოთარ შამათავას “ურსუსის” ნახავ იქნება შესაძლებელი. ორივე ფილმის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართება.
ქართული კინოს ფორუმი ქუთაისში 19 ნოემბერს დასრულდება.