კაფე-კინო “ბრაზესრის” მეპატრონეს ლევან ჭავჭანიძეს
ქუთაისში კინოფერივალის ორგანიზებას ქალაქის მერი სთავაზობს. გიორგი ჭიღვარიამ განცხადება დაანონსებული ფესტივალის “თეთრი ხიდი” შესახებ გააკეთა, რომელზეც პრეტენზიას სწორედ ლევან ჭავჭანიძე აცხადებდა. ის ამბონდა, რომ მერიის კულტურის სამსახურმა მას 2016 წელს მერიაში შეტანილი პროეტქი მოპარა.
“ლევან ჭავჭანიძეს და პროექტის სხვა თანაავტორებს ჰქონდა იდეა რომელსაც მე არ ვიცნობდი. ნებისმიერ ახალგაზრდას, რომელსაც უნდა ქალაქის განვითარება ჩემთვის მისასალმებელია, ვფიქრობ მისთვისაც მნიშვნელოვანია ფესტივალის გამართვა ქალაქის კულტურული ცხოვრების გააქტიურება. ლევანს ვთავაზობთ ფესტივალში ჩართვას და ორგანიზებას,თავის მხრივ ყველა იცნობს თამთა თურმანიძეს, როგორც პროფესიონალს და საქმის მცოდნეს. აზრთა თანხვედრა შეიძლება მოხდეს, ამ უხერხულობის დასაძლევად ლევან ჭავჭანიძეს ვთავაზობთ თანამშრომლობას და ჩართულობას პროექტის განვითარებაში.” – აცხადებს გიორგი ჭიღვარია.
ქუთაისში დღეს ქართული კინოს ფორუმი გაიხსნება, რომელის ფარგლებშიც კინოფესტივალის დაანონსება უნდა მოხდეს.