დედამიწის ზედაპირზე პლანეტის მოსახლოება
ყოველწლიურად დაახლოებით 300 ტონა პლასტმასის ნარჩენს ყრის, რომელიც ძნელად იშლება და ბუნებაში ფაქტიურად ხელუხლებელი რჩება. პლასტმასის ნარჩენები ხვდება ოკეანეებში, ზღვებსა და მდინარეებში. ამის გამო კი თევზები და წყლის ცხოველები იხოცება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის პლასტმასის ნარჩენების რიცხვი გაორმაგდება და ამ დროისთვის კაცობრიობის მიერ გამოყენებული პლასტმასის რაოდენობა 12 მილიარდ ტონას მიაღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ნარცენების კომპოსტირებაზე მუშაობენ, სამოქალაქო თვითშეგნების დაბალი დონე ბუნებაზე ისევ უარყოფითად მოქმედებს. პლასტმასით გარემოს დაბინძურების მაჩვენებელი კი ჯერ ისევ მზარდია.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიზაინისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სტუდენტებმა კი პლასტმასის ნარჩენებს ახალი დანიშნულება შესძინეს.