ქუთაისში ახალდრეაბილიტირებული თეთრი
ხიდი კვლავ ყურადღების ცენტრშია. ამჯერად ყურადღება მასზე დაწერილმა ლექსის სტროფმა მიიპყრო. ერთ-ერთ ლითონის ფირფიტაზე ამოტვიფრული ლექსის ავტორად კოლაუ ნადირაძე წერია. ნაწყვეტი კი ლექსიდან “აღსარებ ქუთაისს” არის, რომელიც ტერენტი გრანელს ეკუთვნის.
ქუთაისის მერიაში ამ უზუსტობას ტექნიკურ შეცდომას უწოდებენ და შექმნილი უხერულობისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდიან.
“თეთრ ხიდზე, ერთ-ერთ ციტატაზე ავტორის ვინაობის შეცდომით ამოტვიფრა ტექნიკური სახის შეცდომაა. აბსოლუტურად გასაგებია, მოქალაქეების სამართლიანი წუხილი და შეშფოთება ამ ფაქტთან დაკავშირებით. შეცდომა უმოკლეს დროში გამოსწორდება. ბოდიშს ვუხდით მოქალაქეებს შექმნილი უხერხულობისთვის.”- წერია მერიის ოფოციალურ განცხადებაში.
შეგახსნებთ, ქუთაისში თეთრი ხიდი რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. გახსნიდან, 2 დღეში ხიდის საფარი დაზიანდა. პროექტის მიხევით, ხიდზე “ცისფერყანწელთა” ფრაზები და თეთრი ქვების იმიტაცია უნდა გაკეთებულიყო, თუმცა ხიდი ისე გაიხსნა პროექტით გათვალიწიენბული დეკორაციები მასზე არ განთავსებულა. პროექტის ავტორის, გია ხუჯაძის თქმით, ხიდზე სამუშაოები დასრულებული არ არის და ის მერიას ჯერ არ ჩაუბარებია.მისივე განმარტებით, ხიდზე თეთრი ქვების იმიტაცია განთავსდება და ის პროექტიდან ამოღებული არ არის.
სამუშაოების შემსრულებელი კომპანიისათვის მერიას 170 ათასი ჯერ კიდევ გადასახდელი აქვს. როდის დასრულდება ხიდი საბოლოოდ და დასჭირდება თუ არა მას კიდევ დამატებითი თანხები ჯერ უცნობია. ხიდის რეაბილიტაციის პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “ალმა რუს საქართველომ” შეასრულა. სამუშაოებისთვის 436 ათასი ლარი დაიხარჯა.
ლექსი, რომელიც კოლაუ ნადირაძეს მიაწერეს ასე ჟღერს: