ქუთაისში საახალწლო დეკორაციებისათვის
ლითონის დეტალები შეძენას კომპანია შ.პ.ს. სმარტ სთილი უზრუნველყოფს. 12 ათას 732 ლარის ნაცვლად კომპანია 11 ათას 684 ლარს დახარჯავს. ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კიდევ ერთი კომპანია, შ.პ.ს მს, მონაწილეობდა. მან 12 ათას 232 ლარი დააფიქსირა, მაგრამ მერია ხელშეკრულება ხელშეკრულებას შ.პ.ს სმარტ სტილთან გააფორმებს. ამ ეტაპზე ხელშეკრულების მომზადება. ორივე კომპანია თბილისშია რეგისტრირებული.
ქუთაისში, საახალწლოდ, გასანათებელი მოწყობილობების შესაძენად კი 94 ათას 804 ლარი დაიხარჯება.