• ფოტოკონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება არა ნაკლებ სამი კონკურსანტის
მონაწილეობის შემთხვევაში.
• საკონკურსო ფოტო გადაღებული უნდა იყოს კონკურსის ჩატარებამდე
არაუგვიანეს 1 წლისა
• კონკურსის შედეგად გამოვლინდება გამარჯვებულები - I, II და III
ადგილების მფლობელები. ასევე გამოვლინდება გამარჯვებული რუბრიკაში
„ჩემი ქუთაისი“.
ფოტოკონკურსის თემა:
ძირითადი ფოტოკონკურსის თემა არის თავისუფალი.
რუბრიკაში „ჩემი ქუთაისი“ ფოტოგრაფიის მეშვეობით უნდა აისახოს თქვენი
პირადი დამოკიდებულება ჩვენს ქალაქთან - მისი ხასიათი, კოლორიტი,
ადამიანები თუ არქიტექტურა.
უფრო მეტი ინფორმაციის მოსმენა შეგიძლიათ გადაცემაში "მთელი დღე",
რომლის სტუმარი იყო, ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსის
მოვალეობის შემსრულებელი თამთა თურმანიძე.
პრეზიდენტი წყალტუბოშია. სალომე ზურაბიშვილმა პირველად გუდიაშვილის პანო მოინახულა, შემდეგ კი სანატორიუმ მეშახტეთი დაინტერესდა.
კონკურსის "სუფთა რეგიონი"-ს ერთ-ერთ ნომინაციაში გამარჯვება ქუთაისელმა ქალბატონმა მოიპვა.
მასალის გამოყენების პირობები