ქუთაისელ მხატვართა ნამუშევრების საშემოდგომო
გამოფენის ორგანიზებისათვის ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ გამოფენა 12 ნოემბრიდან 2018 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით უნდა მოაწყოს.
“მიმწოდებელმა” გამოფენის ორგანიზებისათვის უნდა უზრუნველყოს ნამუშევრების აღწერა და ეტიკეტების დამზადება, ნამუშევრებისა და გამოფენის მიმდინარეობის ფოტოგრაფირება (კომპიუტერული დამუშავება და დისკზე ჩაწერა), ნამუშევრების ექსპოზიციის მოწყობა (“შემსყიდველთან” შეთანხმებით), გამოფენის მონტაჟი-დემონტაჟი, საგამოფენო აფიშის, საგამოფენო მოსაწვევის დიზაინი და ბეჭდვა და გამოფენაში მონაწილე მხატვართა სტიმულირება სამხატვრო მასალით – ფერწერული ტილო.
“მიმწოდებელმა” მხატვართა ნამუშევრების გამოფენა უნდა უზრუნველყოს დარბაზში, რომელიც ფუნქციურად უნდა იყოს განკუთვნილი გამოფენებისთვის და ჩატარებული უნდა იყოს მინიმუმ 1 გამოფენა. დარბაზი უნდა იყოს არანაკლებ 100 მ² და ერთდროულად შესაძლებელი უნდა იყოს არანაკლებ 100 ადამიანის დატევა. დარბაზი უნდა იყოს აღჭურვილი გამოფენებისთვის განკუთვნილი შესაბამისი განათებით.
გამოფენის მოსაწყობად 6 ათასი ლარია განკუთვნილი.
სატენდერო წინადადებების მიღება 19 ოქტომბერს იწყება და 22 ოქტომბერს მთავრდება.