18, 21 და 25 ოქტომბერს მესხიშვილის თეატრის მცირე სცენაზე პრემიერა გაიმართება.
მაყურებელი ფროიან ზელერის კომედიას “სიმართლე” ერთ მოქმედებად იხილავს. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი გიორგი შალუტაშვილია. სპექტაკლში მონაწილეობენ დავით როინიშვილი, ნინო ჭოლაძე, სოფიო ჩირაძე და გიორგი შალამბერიძე.
სპექტაკლი სიცრუესა და სიმართლეს, როგორც ყოველდღიური ცხოვრების ნორმას ეხება. სიმართლის აღიარება ძალიან ხშირად არასასურველია, არადა სწორედ სიმართლე და სიცრუე განსაზღვრავს ნებისმიერ პირად თუ სოციალურ ურთიერთობას.
გიორგი შალუტაშვილის ნამუშევრის ჩვენება მესხიშვილის თეატრში 19:00 საათზე დაიწყება.