ხონში, სოფელ პატარა კუხში,
პოლიკარპე კაკაბაძის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვება. პროექტის ფარგლებში მუზეუმის სახურავი სრულად შეიცვალა. იატაკი, ჭერი და ელექტროგაყვანილობა ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინასებისთ გამოიცვლება.
“ჩვენი სამუშაოები რაც იყო შესრულდა. ველოდებით ტენდერის დასრულება, რომ შესრულდეს მუნიციპალიტეტის მიერ შესასრულებელი სამუშაოები”,- განაცხადა რეგიონალური ინიციატივების ცენტრის “ნათელი მომავალი” წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ.
პროექტს მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია ,, რეგიონული ინიციატივების ცენტრი – ნათელი მომავალი ,, ( დონორი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ელკანა,,) ახორციელებს.
მუზეუმი 1986 წელს შეიქმნა და მასში 442 ექსპონატია დაცული. აქ ინახება ცნობილი ქართველი დრამატურგის პოლიკარპე კაკაბაძის (1893-1973 წწ.) მემორიალური ნივთები, ხელნაწერები, გამოცემები, ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალა.