რეგიონალური ინიციატივების ცენტრმა
“ნათელი მომავალი” ტყიბულში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია დაასრულა. 1800-მდე ექსპონატი ამ დრომდე საცავში ინახებოდა. მუზეუმის მეორე სართული კი სრულად ამორტიზებული იყო. პროექტის ფარგლებში შეიცვალა სახურავი, გაკეთდა ჭერი და იატაკი.
“ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ მუშაობა, რომ მუზეუმები უფრო საინტერსო გახდეს. ინფრასტრუქტურულად იყოს მოწყობილი. ადგილობრივ ბიუჯეტებში ამისათვის თანხები ნაკლებად მოიძებნება. თუმცა, ჩვენი ორგანიზაციის მიზანია, ტურისტებმა, რომელებიც აქ ჩამოვლენ მხოლოდ ბუნების ძეგლები არ დაათვალიერონ. გვინდა, რომ ჩვენი მუზეუმების კარებიც შეაღონ. იქ ნამდვილად დიდი ისტორია ინახება”,- განაცხადა რეგიონალური ინიციატივების ცენტრის “ნათელი მომავალი” წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ.
ეთნოგრაფიული მუზეუმი ტყიბულში 1930 წელს აშენდა. ორსართულიანი ნაგებობა 6 საგამოფენო დარბაზს მოიცავს, სადაც დაცულია კულტურული და ისტორიული არტეფაქტები.
ფოტო: არქივი