პიანისტი დავით ალადაშვილი მუსიკალურ ტურნეს “პიანინო” მართავს.
ჯულიარდის კონსერვატორიის კურსდამთავრებული, ორი კვირის განმავლობაში, მოძრავ სცენაზე დამონტაჟებული პიანინოთი მთელ საქართველოში იმოგზაურებს და 50-მდე კონცერტს ჩაატარებს.
“ეს იქნება დიდი ზომის წითელი მოძრავი მანქანა, რომელიც რეგიონიდან რეგიონში გადაინაცვლებს, წინასწარ შერჩეულ ადგილას ტრანსფორმირდება სცენად და ღია ცის ქვეშ ყველა დაინტერესებულ მსმენელთან მიიტანს კლასიკურ მუსიკას. პროექტის მთავარი მიზანია ჩვენი საზოგადოების ფართო მასებს, საქართველოს ყველა რეგიონში მივაწვდინოთ ცოცხალი, კლასიკური მუსიკის ხმა,”-ნათქვამია პროექტის ოფიციალურ გვერდზე.
კონცერტი ქუთაისში 5 სექტემბერს, 20:00 საათზე გაიმართება. დღის განმავლობაში კონცერტს ვანი, სამტრედია და წყალტუბოც უმასპინძლებს.
5 სექტემბერი – იმერეთი;
• 12:00 – ვანი;
• 15:00 – სამტრედია;
• 18:00 – წყალტუბო;
• 20:00 – ქუთაისი.
კონცერტზე დასწრება თავისუფალია.
პროექტი 27 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.