სვიილინკ ორკესტრი ამსტერდამის,
(ნიდერლანდები) სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ ორკესტრია, რომელიც ქუთაისში კლასიკური მუსიკის საღამოს გამართავს. სვიილინკის ორკესტრი ასევე არის ნიდერლანდების პირველი სიმფონიური ორკესტრი ისტორიაში, რომელიც საქართველოში ტურით მიემგზავრება. სვიილინკის ორკესტრი შეასრულებს ნაწარმოებს “ბეჭედი – სიტყვების გარეშე”.
ორკესტრი 80 სტუდენტისგან შედგება. სვიილინკის ორკესტრი ჩამოყალიბდა 1878 წელს და წელს არსებობიდან 140 წელი უსრულდება. პროგრამისთვის ორკესტრში ჩართულია დამატებით 30 შემსრულებელი და გამოყენებულია განსაკუთრებული ინსტრუმენტები.
დირიჟორია კონრადინ ჰერცოგი.
“ნიბელუნგების ბეჭდის” შექმნის ისტორია ასეთია:
1848 წელს, 35 წლის ასაკში, რიჩარდ ვაგნერმა დაწერა პირველი ნოტები იმ ნაწარმოებისა, რაც მოგვიანებით მის უდიდეს შედევრად იქცეოდა: “ნიბელუნგის ბეჭედი”, ოპერა, რომელიც დაყოფილია ოთხ ნაწილად – Das Rheingold, Die Walkure, Siegfried და Gotterdammerung. როდესაც ვაგნერმა პირველად მოისმინა ბეჭდის ციკლის სრული ვერსია, Bაყრეუტჰ Fესტსპიელჰაუს-ში, ფესტივალის სახლში, რომელიც უშუალოდ ამ მუსიკისთვის შეიქმნა, ამ შედევრზე მუშაობის დაწყებიდან უკვე 28 წელი იყო გასული. ნაწარმოები დაახლოებით 15 საათი გრძელდება, მასში მონაცვლეობს თეატრი და მუსიკა, ის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვნების ნიმუშია, რაც კი ოდესმე დადგმულა.
ვაგნერის ტეტრალოგია წარმოდგენს ჰუმანიზმის ალეგორიას და მის დამოკიდებულებას სიყვარულის ძალის მიმართ.
გერმანელი ღმერთები, გმირები და მითიური პერსონაჟები ეპიკურ ბრძოლებში ებმებიან ჯადოსნური დაწყევლილი ბეჭდის გამო, რომელიც როგორც ირწმუნებიან, თავის მფლობელს ანიჭებს ძალას – აი, სწორედ ეს არის ისტორიის მთავარი არსი. ჩვენ თვალს ვადევნებთ მთავარი გმირების სამ თაობას: მთავარი ღერთი – ვოთანი, მისი შეყვარებული ტყუპები – ზიგმუნდი და ზიგლინდი, მათი ვაჟი ზიგფრიდი და მისი დეიდა – ბრუნჰილდი, რომელთა შორისაც არის გაბმული სიყვარულის ძაფები. ისტორია სრულდება ღმერთების სიკვდილით (Gotterdammerung) და ღმერთების სამეფო ვალჰალა სრულ კრახს განიცდის.
“ბეჭედი” ვაგნერის დროს იყო ნარატოლოგიური თვალსაზრისით უკიდურესად რთული და ამავდროულად, განსაკუთრებით პროგრესული, როდესაც საქმე ეხებოდა ინსტრუმენტულ გადაწყვეტილებას. ამაღამ, სცენაზე წარმოგიდგენთ უზარმაზარ ორკესტრს, რომელიც შედგება დაახლოებით 100 შემსრულებლისგან, მათ შორის იქნებიან ის მუსიკოსები, რომლებიც უკრავენ ვაგნერის პერიოდისთვის ახალ ინსტრუმენტებზე, როგორიცაა მაგალითად, ვაგნერის ტუბა, ბასის საყვირი და ორმაგი ბასის ტრომბონი.
ბეჭედი – სიტყვების გარეშე
1989 წელს, ცნობილმა დირიჟორმა, ლორინ მააზელმა (1930-2014) გადაწყვიტა შეედგინა სიმფონიური კრებული, რომელშიც შევიდოდა “ბეჭდის” ციკლიდან ყველაზე კაშკაშა საორკესტრო ნაწილები, იმ მიზნით, რომ გაზრდილიყო მსმენელების რაოდენობა, ვინც ნაწარმოების არა მხოლოდ ცნობილ მონაკვეთებს მოუსმენდა.
“ბეჭდის” ამ ვერსიაში მააზელი შეეცადა შეენარჩუნებინა ისტორიის ორიგინალური შინაარსი, რისთვისაც დააკავშირა ოპერების ფრაგმენტები გადამავალი პასაჟებით და გადამწყვეტი/ორმაგი ვოკალური ჩანართები გადატანილ იქნა ინსტრუმენტულ პარტიტურაზე.
მააზლის პროექტი მხოლოდ “უდიდესი ჰიტების” კრებული კი არ გახლავთ, არამედ 70 წუთიანი თანმიმდევრული ისტორია.
კლასიკური მუსიკის საღამო 27 ივლისს 18 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.