ქუთაისში საზაფხულო კონოჩვენებების ფარგლებში,
კულტურის ცენტრში მორიგი საქველმოქმედო კინოჩვენება გაიმართა. საქველმოქმედო ჩვენებას ქუთაისის ბავშვთა სოფლისა და მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარები დაესწრნენ. კინოჩვენება ხარაზოვის ბაღში შპს ” მაკნატუნას” მხარდაჭერით ჩატარდა.
ჩვენების დასრულების შემდეგ გაიმართა კინოვიქტორინა. ა(ა)იპ ” ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებისგან” გამარჯვებულს სპეციალური საჩუქარი გადაეცა.
კინოჩვენებები ა(ა)იპ ” ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების” ფილიალის- რეზო ჩხეიძის შემოქმედებითი სახლ “ჯარისკაცის მამის” ინიციატივით ქუთაისის კულტურის ცენტრსა და შემოქმედებით სახლში ივლისის თვეში პერმანენტულად ტარდება.
საზაფხულო კინოჩვენებები ქართული კინოს 110 წლის იუბილეს ეძღვნება და პირველ ეტაპზე ქართული ფილმების რეტროსპექტივა მიმდინარეობს. კინოჩვენებების ფარგლებში, პერიოდულად, საქველმოქმედო ჩვენებები ეწყობა მზურნველობამოკლებული ბავშვებისათვის.
ა(ა)იპ ” ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების” ორგანიზებით, ქართული კინოს 110 წლისადმი მიძღვნილი საზაფხულო კინოჩვენებები ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება.