ფესტივალზე “თეატრალური იმერეთი 2018”
ბოლო სპექტაკლს ხონის სახალხო თეატრი წარადგენს. ნაჩვენები იქნება სპექტაკლი “ღია შუშაბანდი”, რომლის რეჟისორიც დავით თურქიაშვილია. შადიმან შამანაძის ცნობილი პიესა, 30 წლის მანძილზე არა ერთ თეატრშია დადგმული და მასში დასმული პრობლემები დღემდე არ კარგავს აქტუალურობას.
სპექტაკლი დღეს 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
8 ივნისს კი “თეატრალური იმერეთი 2018”-ის დახურვის ღონისძიება გაიმართება და გამოავლენენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს.