ასომთავრულით, ნუსხურითა და მხედრულით შესრულებული ტექსტები
სამოსსა და ფეხსაცმელზე- იდეის ავტორი აწსუ-ს დიზაინერი, დოქტორანტი ლელა კიკნაველიძეა.
დიზაინერს კოლექციის შესაქმნელად მოტივაცია იუნესკოს მიერ ქართული დამწერლობის არამატერიალური ძეგლის სტატუსის მინიჭებამ მისცა. როგორც ლელა კიკნაველიძე გვიყვება, გრავირებული წარწერების დიზაინი აწსუ-ს “ფაბ-ლაბის” ლაბორატორიაში დამზადებული, ფეხსაცმელს საბოლოო სახე კი “ლევანტო”-ში მიეცა.
“ფეხსაცმელებზე ძველი ქართული ტექსტებია დატანილი. არ შეიძლებოდა მისი შინაარსი საეკლესიო ყოფილიყო ან ტექსტები ლოცვებიდან ამოგვეწერა. უშუალოდ შერეულია ის ტექსტები, რაც პირადად მომეწონა. მაგალითად, ავგაროზის ეპისტოლე, რომელიც ძველი ქრისტიანული წერილობითი ძეგლია. ეს ყველაფერი დეკორის სახითაა გამოყენებული,”-განაცხადა ლელა კიკნაველიძემ.
დიზაინერის სურვილია, მისი ნამუშევრები ფართიო მასებისთვისაც გახდეს ცნობილი, თუმცა, პირველი შეფასებები მისი დიზაინით შექმნილმა სამოსმა და ფეხსაცმელმა უკვე მიიღო. როგორც ლელა კიკნაველიძე აცხადებს, მის მიერ შექმნილმა ფეხსაცმლის კოლექციამ უკრაინაში აღიარება და წარმატება უკვე მოიპოვა. მიმდინარე წლის მაისში ახალმა კოლექციამ უკრაინაში, დიზაინის კონკურსში მეორე, ხოლო გასულ წელს პირველი ადგილი დაიკავა.
როგორც დიზაინერი განმარტავს, მისი ნამუშევრების მასიური წარმოება თავისუფლადაა შესაძლებელი.