საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი “თეატრალური იმერეთი” სრულდება.
დახურვის ცერემონია მესხიშვილის თეატრში დღეს, 18:30 საათზე გაიმართება.
ფესტივალის ჟიურის არჩევანის გაკეთება 18 სპექტაკლს შორის მოუწევს.
როგორც თეატრალური იმერეთის დირექტორმა მაია პაქსაშვილმა განაცხადა, გამარჯვებულს ჟიურის 5-კაციანი შემადგენლობა გამოავლენს.
“ფესტივალის მიმდინარეობა ძალიან საინტერესო იყო. დარბაზი ყოველ დღე გადაჭედილი იყო. თეატრებმა გაუმჯობესებული რეპერტუარები წარმოადგინეს. გვყავდა უცხოელი სტუმრებიც. ალბათ, ჟიურის არჩევანის გაკეთება გაუჭირდება,”-განაცხადა პაქსაშვილმა.
“თეატრალურ იმერეთში” მონაწილეობას იმერეთის მუნიციპალიტეტში შემავალი თეატრები, პოლონეთისა და ბაქოს დამოუკიდებელი დასები იღებდნენ.