აქციას “ღამე მუზეუმში” ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეა უერთდება.

19 მაისს, 18:00-დან 01:00 საათამდე დამთვალიერებლებს გალერეის ფონდში დაცული დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, ქეთევან მაღალაშვილის და ელენე ახვლედიანის ნამუშევრების ნახვა  უფასოდ შეეძლებათ.

“ლადო გუდიაშვილი, ქეთევან მაღალაშვილი, ელენე ახვლედიანი- ამ სახელებმა სტარტი საუკუნის წინ აიღეს. დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა მთავრობამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ერის სიძლიერე და სავიზიტო ბარათი კულტურაა. სწორედ ამიტომ, ოთხი უნიჭიერესი ახალგაზრდა მხატვრის მომავალი ორიენტირდა ევროპაზე. საკუთარმა ფესვებმა და თვითმყოფადობამ ისინი ნამდვილ ქართველ მხატვრებად, ერის კლასიკოსებად აქცია. აქსიომა, რომ დრომ უნდა განსაზღვროს ხელოვანის უკვდავება, ძალაშია. 100 წელიც გასულა,”-აღნიშნა დ. კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის ხელმძღვანელმა ელისო ჩოგოვაძემ.

აქციას “ღამე მუზეუმში” საფუძველი 2005 წელს, ევროსაბჭოს მიერ ჩაეყარა და მას შემდეგ, როგორც ევროსაბჭოს წევრ, ისე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მუდმივად ტარდება. აქციის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს. მუზეუმები ღამის 01:00 საათამდე იქნება ღია და ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *