წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
19 მაისს 21 საათიდან ყველა დამთვალიერებელს უფასოდ უმასპინძლებს. იგეგმება ბევრი საინტერესო საგანმანათლებლო და შემეცნებით-გასართობი ღონისძიება, რომლის უშუალო მონაწილეები თავად ვიზიტორები გახდებიან.
აქციის “მოდი ღამე მუზეუმში” პროგრამა ასეთია:
21:00-22:00 წყალტუბოს არქეოლოგიური წარსული. სახალისო არქეოლოგია. ნუმიზმატიკური კოლექციის გამოფენა. წყალტუბოს ციხეების ისტორია.
22:00-23:00 ეთნოგრაფიული გამოფენები: ქალაქური ყოფა მე-19 საუკუნეში. ძველი იმერული კარ-მიდამო.
23:00-24:00 1) დროებითი გამოფენები: ა) დამოუკიდებელი საქართველო-100 ბ) კურორტი წყალტუბო ძველად და ახლა. გ)”შეწყვეტილი გაზაფხულები” (მედეა გვიმრაძისა და კონსტანტინე ფურცხვანიძის ნამუშევრების გამოფენა
დ) თენგიზ იოსელიანის მუზეუმისათვის შემოწირული ნივთების გამოფენა ე) ნათელა ყურაშვილის ნამუშევრების გამოფენა
2) ვიდეო-რგოლი “წყალტუბო_უკვდავების წყაროების ქალაქი”
3) თეატრალური პერფორმანსი “ოტიასა და ნიკოს გმირებთან შეხვედრა”
4) ქართული მარანი
24:00 საქართველოს რუკის სანთლებით განათება
აქციას დაასრულებს კონცერტი სხვადასხვა მუსიკალური კოლექტივების მონაწილეობით. ღონისძიების ორგანიზატორია ა(ა)იპ “წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი”.