მესხიშვილის თეატრი პრემიერისათვის ემზადება.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში, რეჟისორ კოტე აბაშიძის პირველი სპექტაკლი თეატრის დიდ სცენაზე დაიდგმება. “მიუნჰაუზენი” კომიკური ფანტასმაგორიაა ორ მოქმედებად.

სპექტაკლში სულხან გოგოლაშვილი, იოანე იმედაძე, დავით როინიშვილი, მარიკა სამანიშვილი, ზვიად სვანაძე და სხვა მონაწილეობენ.

“მიუნჰაუზენი”-ს დამდგმელი მხატვარი აივენგო ჭელიძეა, ხოლო კომპოზიტორი გიორგი ჩლაიძე.

სპექტაკლის ჩვენება 15, 16 და 19 მაისს, 19:00 საათზე მოეწყობა.

ბილეთების დაჯავშნა და შეძენა თეატრის სალაროშია შესაძლებელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *