ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, გამოყენებითი ხელოვნება
– ქუთაისში, გალერეაში “ვარლა” მხატვართა საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნა.
საგამოფენო სივრცე 65 მხატვრის 120 ნამუშევარს აერთიანებს.
“ყველა თაობის მხატვარია წარმოდგენილი. არიან ასაკოვანი მხატვრები,
რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ გამოფენებში და ახალგაზრდები,
რომლებიც სამაგალითოები არიან.” – აღნიშნა გამოფენის ორგანიზატორმა, ქუთაისის მხატვართა რეგიონული ორგანიზაციის
თავმჯდომარემ ვალერი მეძმარიაშვილმა.
გამოფენა 4 მაისს გაიხსნა და მსურველებს ნამუშევრების დათვალიერება 14 მაისამდე შეეძლებათ.