თურქეთის ქალაქ უნიეში ქუთაისიდან 10 ბავშვი გაემგზავრება.
ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს. ავტოქარხნის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრები, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ქალაქ უნიეს კულტურასა და ღირშესანიშნაობებს გაეცნობიან. ინიციატივა საკრებულოს დეპუტატს, ავტოქარხნის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარს მერაბ კვიცარიძეს ეკუთვნის.
“ერთი კვირის განმავლობაში ავტოქარხნის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრები, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ქალაქ უნიეს კულტურასა და ღირშესანიშნაობებს გაეცნობიან. ასევე დაათვალიერებენ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს. მოსწავლეები დღეს ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას, საკრებულოს თავმჯდომარეს ნიკოლოზ ლატარიას, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს ირაკლი შენგელიას და რამაზ ჩხიკვაძეს შეხვდნენ. ქალაქის ხელმძღვანელობამ მერაბ კვიცარიძეს ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადეს და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვეს.”- წერია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.