ქუთაისში, ,,მონპლაზირის თაღის” მიმდებარე ტერიტორიაზე,

სოციალურ საწარმოებში შექმნილი პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. ხელნაკეთი სამკაულები,მისალოცი ბარათები, აქსესუარები – ეს ის ნივთებია, რომელთა შეძენაც გამოფენაზეა შესაძლებელი.

,, “განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის” ევროკავშირის პროექტის სოციალური მეწარმეობა ინოვაციური მიდგომა სოციალური და ეკონომიკური ცვლილებებისთვის შეუერთდა, გვირილობის დღესასწაულს, სადაც წარმოდგენილი არიან დასავლეთ საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოები, რომლებმაც გამოფენაზე თავიანთი პროდუქცია გამოფინეს.ჩვენ ამით ხელს ვუწყობთ სოციალური მეწარმეობის თემის პოპულარიზაციას და ასევე სოციალური საწარმოების წარმომადგენლებს აძლევს საშუალებას დაახლოვდნენ, დაეხმარონ პროდუქციის რეალიზებაში და გააღრმავონ ურთიერთობები,”- განაცხადა განათლების განვითარების და დასაქმებიც ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა სოფიო ფუტკარაძემ.

“ფარშევანგი” ქუთაისში მოქმედი სოციალური საწარმოა, რომელიც ქალაქში მიმდინარე ღონისძიებებს შეუერთდა. საწარმომ ქვილინგის ტექნოლოგიით დამზადებული ნაწარმი წარმოადგინა.

,,საწარმო ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას გვირილობის დღესასწაულში.  ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ ახალი და მოთხოვნადი ხელნაკეთი ნივთები როგორიცაა: მისალოცი ბარათები, გულსაბნევები და სხვა.” განაცხადა ფარშევანგის დირექტორმა ფერიდე ლორიამ.
,,მონპლაზირის თაღის” მიმდებარე ტერიტორიაზე გამოფენა-გაყიდვა 18:00 საათამდე გაგრძელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *