“გვირილობის” დღესასწაულზე, ქუთაისში
ყვავილების გამოფენა-გაყიდვა ეწყობა. სხვადასხვა კომპანიებმა და მეყვავილეებმა ქალაქში ვარდები, გვირილები, სეზონური და სხვა ტიპის მცენარეები გამოიტანეს. ყვავილების კომპანია “ფლორა ვესტლენდის” წარმომადგენლის თქმით, კომპანიის მიერ გამოფენილი მცენარეების მიმართ მოქალაქეთა ინტერესი მაღალია.
“ქუთაისელებს მათ დღესასწაულს ვულოცავთ. ყვავილების არჩევანი ძალიან დიდია და ჩვენი წვლილი შევიტანეთ ამ დღის გალამაზებაში. გვაქვს ოთახის, სეზონური და მრავალწლიანი მცენარეები,”- განაცხადა “ფლორა ვესტლენდის” ადმინისტრატორმა სალომე კვირიკაშვილმა.
კომპანია ყვავილების გამოფენა-გაყიდვას “გვირილობის” დღესასწაულზე მესამე წელია აწყობს.