ქუთაისში “გვირილობის” დღესასწაულის

აღნიშვნა უკვე დაიწყო. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სხვადასხვა ღონისძიების მოსაწყობად, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ცენტრალურ ბულვარში გვირილებისა და სხვადასხვა ყვავილების გამოფენა-გაყიდვა უკვე დაიწყო. ასევე, ოპერის თეატრის წინ მოწყობილია საბავშვო სივრცეები.




