ქუთაისში, 2 მაისს, “გვირილობის” დღესასწაულზე
სხვადასხვა ღონიძიებებია დაგეგმილი. ქალაქის დღესასწაულის აღნიშვნა 2 მაისს, დილით, ქალაქის დალოცვით დაიწყება და 21 საათზე გალა კონცერტზე “ფრანი” და “33ა” იმღერებენ. გარდა გალა კონცერტისა, 2 მაისს 16 საათსა და 30 წუთზე ცენტრალურ ბაღში – ქალაქური მუსიკის კონცერტი გაიმართება: ნუკრი კაპანაძის, ქუთაისის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის, სალომე ბაკურაძის, გიორგი მეფისაშვილის, დები აბულაძეების, ტრიო “ბალადას”, “ჩვენი კვარტეტის” მონაწილეობით.
“გვირილობის” ღონისძიბები 3 მაისსაც გაიმართება. 3-ში ღონისძიებებს მონ პლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე DJ შოუ დაასრულებს.