ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით
და ა(ა)იპ “ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ” ორგანიზებით “მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა 2018 “დაიწყო. ოლიმპიადა ყოველ წელს ტარდება და მისი მიზანია მოსწავლეთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა და სკოლისგარეშე აქტივობებში ჩართვა.
ოლიმპიადაში წელს გამარჯვებულები ოთხი მიმართულებით გამოვლინდებიან. ესენია : ქართული ხალხური სიმღერა, მხატვრული კითხვა, ქართული ესტრადა და ქართული ხალხური ცეკვა. თითოეული კონკურსი ორ ეტაპს მოიცავს – შესარჩევსა და ფინალურ ტურებს. ოლიმპიადა ქართული ხალხური სიმღერის კონკურსით გაიხსნა, რომელიც აკაკი წერეთლის სახ. ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდა. ხალხური სიმღერის კონკურსში ქუთაისის #7 საჯარო სკოლმ, ქუთაისის #38 საჯარო სკოლამ, გ.კვინტაძის სახ. კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა და ქუთაისის #32 საჯარო სკოლამ გაიმარჯვეს.