ევროპაში მოღვაწე ბარიტონის, გოჩა აბულაძის
წარმატებული კარიერა არენა დი ვერონას ფესტივალზე გრძელდება. ის სამ სპექტაკლშია დაკავებული: “კარმენი” -ესკამილიო , “აიდა” – ამონასრო და “სევილიელი დალაქი” – ოფიცერი. თუმცა, როგორც საოპერო მომღერალი ამბობს, ფესტივალი მისთვის განსაკუთრებით სასიხარულო საოცნებო როლში დებიუტითაა.
“მინდა გაცნობოთ დიდი სიხარულით, რომ ამ ზაფხულზე შედგება ჩემი დებიუტი არენა დი ვერონაზე !
განსაკუთრებით ბედნიერი და ამაყი ვარ ჩემი საოცნებო პარტიის, ამონასროს მოახლოებულ დებიუტზე ,რომელზეც მთელი ჩემი ცხოვრება ვოცნებობდი.მიხარია რომ მომიწევს სიცოცხლეშივე ლეგენდებად ქცეულ არტისტებთან სიმღერა …” – ამბობს გოჩა აბულაძე.
კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის წლის მთავარ მუსიკალურ მოვლენას “კარმენი” 22 ივნისს გახსნის.