ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ოპერა “დაისი” გამართა.
ზაქარია ფალიაშვილის “დაისი” ზურაბ ანჯაფარიძის ხსოვნას მიეძღვნა. ზურაბ ანჯაფარიძე 1928 წლის 12 აპრილს ქუთაისში დაიბადა. 1952 – 1958 წლებში ეროვნული საოპერო თეატრის სცენაზე 23 საოპერო სახე შექმნა და 20 წამყვანი პარტია იმღერა. 1969 წლის 27 დეკემებრს ქუთაისში ოპერის თეატრი “აბესალომ და ეთერით” გაიხსნა. აბეალომის პარტიას კი ზურაბ ანჯაფარიძე ასრულებდა.
ზურაბ ანჯაფარიძის ხსოვნისადმის მიძღვნილ სპექტაკლში მონაწილეობა სოფიო ბერიშილი (მარო), ანზორ ხიდაშელი (მალხაზი), ბაკურ კვირიკაშვილი (კიაზო), ფერიდე ჯინჯიხაძე (ნანო), კალისტრატე ხარჩილავა ( ცანგალა) და იოსებ კიწმარიშვილი (ტიტო) მიიღეს. დირიჟორი ლევან ჯაგაევი იყო.