ქუთაისში ბორის გაპონოვის ძეგლი დააზიანეს.
გაპონოვის ქუჩაზე, სინაგოგას წინ მდებარე ძეგლს, ავტომობილის შეჯახების შედეგად, მარცხენა ხელი დაუზიანდა. როგორც ძეგლის ავტორმა გიორგი კიკვაძემ განაცხადა, დაზიანებული ნაწილი სინაგოგაშია შენახული და მისი აღდგენა მალევე მოხდება.
“დაზიანებული იყო. მოვხსენით ხელი და წიგნი, რომლებიც სინაგოგაშია შენახული. ძეგლთან მანქანებს აყენებენ და ამ დროს დააზიანეს. თუჯივით არის და მარტივად ტყდება შეჯახებისას. რა უნდათ, რატომ ეჯახებიან წარმოდგენა არ მაქვს. ველოდებით ხელოსანს რომ მივიყვანოთ და აღვადგინოთ. წინა შემთხვევებში ვინც დაეჯახა გავაკეთებინეთ მასვე, ამ შემთხვევაში კი ვერ დავადგინეთ ვინ იყო. ძეგლი ავტობუსებისა და ავტომობილების დაჯახებაზე გათვლილი არ არის,”-განაცხადა ძეგლის ავტორმა და მოქანდაკე გიორგი კიკვაძემ.
ბორის გაპონოვი ებრაელი მწერალი და მთარგმნელი იყო, რომელმაც “ვეფხისტყაოსანი” ივრითზე გადათარგმნა. გაპონოვი ქუთაისში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.